გეგუთის მე-14 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 9 იანვარს ტესტირება 763 მსჯავრდებულს ჩაუტარდა. პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში 14 დღის შუალედით სისტემატურად ჩატარდება მსჯავრდებულთა „პისიარ“ ტესტირება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს.