დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება და ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია გართულებული ეპიდვითარების ფონზე, – ასეთია ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის რეკომენდაცია. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ „კოვიდ 19-ს“ ჯანდაცვის სამინისტრო სათანადოდ მართავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს. სპეციალისტები შემთხვევათა მატებას აქტიურ ტურისტულ სეზონს და რეგულაციების არარსებობას უკავშირებენ. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ კოვიდ სტატისტიკა უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზარდოს.