„ენდიაი“კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„ენდიაი“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა„, 7 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიებს კი, ჯამში 7 პროცენტი აქვთ.

40 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ არის.  პარალელურად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია. კვლევის თანახმად, მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას კვლავაც დადებითად აფასებენ, თუმცა, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. გამოკითხვა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით სატელეფონო ინტერვიუს სახით ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი.

მოამბე