ელისაბედ II-ის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები
15:07, 09.09.2022
გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, რომ „ელისაბედ მეორე იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების, ერთგულებისა და ღირსების მაგალითი“, რითაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა“.
განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს“, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი და ის თაობებს ემახსოვრება“. სამძიმარი გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ელისაბედ მეორე იყო მონარქი, რომელიც ისტორიას 70-ზე მეტი წლის განმავლობაში აყალიბებდა“.