შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი, საქართველოში პირველია, რომელიც სრულად ელექტრონულ მომსახურებაზე გადადის. გადასახადის გადამხდელებს სერვისებზე წვდომა გზაში და რიგში დროის დაკარგვის ნაცვლად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ.
სერვისცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა ფუნქციების შესრულებას ახლა უკვე დისტანციურად გააგრძელებენ.