ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულებულია. საცხოვრებელი სახლის და სახელოსნოს პირვანდელი იერსახე და ავთენტურობა სრულად არის შენარჩუნებული. საგამოფენო სივრცე, პირადი ნივთები, მოლბერტი, ინსტრუმენტები ჩარჩოების შესაქმნელად, უნიკალური ექსპონატები და გამოცემები – ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე მუზეუმში ყველაფერი ისეა აღდგენილი, როგორც ცნობილი მხატვრის სიცოცხლეში იყო.