სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მატებამ 9.2 % შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3 %-ით განისაზღვრა. 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.