ჩინეთი და საფრანგეთი მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას აგრძელებენ. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, პეკინში ორი ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური დიალოგის ფარგლებში, რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჩინურ მხარეს, სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერი, ფრანგულ მხარეს კი ეკონომიკის, ფინანსების, მრეწველობისა და ციფრული სუვერენიტეტის მინისტრი წარმოადგენდა. მხარეებმა კონსენსუსს თითქმის ყველა თემაზე მიაღწიეს, მათ შორის ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.