ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები 

კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, გაუმჯობესებულია ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები.

წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოდან 28 მილიონ ბოთლზე მეტი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს აჭარბებს. სიტუაციის გაუმჯობესებას ონლაინ-პლატფორმების გააქტიურებით და ჩინეთის გახსნილი ბაზრით ხსნიან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. თუმცა, კორონავირუსის ფონზე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო მეღვინეებს ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლები მაინც მკვეთრად შეუმცირდათ.