საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რობინ დანიგანი ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა შუა კორიდორის საკითხი იყო. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული საკითხი საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ღონისძიება ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.