ეკონომიკური ფორუმი

ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა „ახალგაზრდა გლობალური ლიდერების“ მონაწილეობით.

მსოფლიოს წარმომადგენლები საქართველოში ბიზნესგარემოსა და ქართულ კულტურას ეცნობიან. „იანგ გლობალ ლიდერსის“ წევრები, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაერო-ს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები არიან.

მონაწილეები საქართველოში 14 აპრილამდე დარჩებიან. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან.