დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების შეტანას დაგეგმილი რიგგარეშე სესიის ფორმატში ითხოვს.
ბესელიას განმარტებით, ახალი ინიციატივა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ოთხშაბათს დარეგისტრირდება, ხელს შეუწყობს არჩევნების გაყალბების პრევენციას. აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისკენ ხელისუფლებას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერიც მოუწოდებს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წინასწარი კონსულტაციები აჩვენებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.