პოლიტიკური შეცდომა და რეგლამენტის უხეში დარღვევა – გედევან ფოფხაძის საკითხზე ეკა ბესელია მორიგ განცხადებას ავრცელებს. კრიტიკის ადრესატები მამუკა მდინარაძე და გიორგი კახიანი არიან. მმართველ გუნდში უთანხმოება და ერთმანეთის მიმართ მწვავე კომენტარები უკვე მეორე დღეა კეთდება.