საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნა. რამდენიმე ასეული წიგნი, რომელიც ისრაელის ისტორიას და თანამედროვეობას ეხება, ასევე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები სპეციალურ განყოფილებაში განთავსდა. საზეიმო გახსნას ისრაელის ქნესეთის დელეგაციაც დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით სტუმრობს. ბიბლიოთეკას მათ საჩუქრად წიგნები გადასცეს და ხანუქას სანთლების ანთების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა კულტურული ღონისძიებაც, ქართველმა მომღერლებმა ებრაული სიმღერები შეასრულეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისს იერუსალიმის მერი ეწვევა. “ისრაელის სახლის” დამფუძნებლის, იციკ მოშეს განცხადებით, ვიზიტი მომავალი წლის დასაწყისში შედგება.