ხანუქას დღესასწაული

„ისრაელის სახლში“ ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით ხანუქას დღესასწაული აღინიშნა. ასევე გაიმართა ხანუქას პირველი სანთლის ანთების ცერემონიალი.

ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტობაზე გამარჯვების დღეა.

ღონისძიებაზე ახალგამოცემული წიგნის, „შეჭრა საბჭოთა კავშირში ” პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა.

წიგნში მოთხრობილია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე საბჭოთა კავშირში, დიდი ალიის დაწყების პროცესში ებრაელთა მასობრივი რეპატრიაციის პერიპეტიებსა და ისეთ ფაქტებზე, რომელიც დღემდე არ არის გახმაურებული.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში იმყოფება ისრაელის კოალიციური მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი აქრამ ჰასონი.

დატოვე კომენტარი