ებრაული კულტურის ევროპული დღეები

საქართველოში ებრაული კულტურის ევროპული დღეები აღინიშნება.

„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ებრაულ-ქართული კულტურაა ასახული.

„ისრაელის სახლი“ 2017 წლიდან საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის პროექტს  ხელმძღვანელობს, რომელიც მხარეების ვარაუდით, ისრაელიდან ტურისტების ზრდას განაპირობებს. ისრაელის სახლის ხელმძღვანელის განმარტებით, 2020 წელს ებრაელი ტურისტების რიცხვი 200 000 გადააჭარბებს, რაც საქართველოს ბიუჯეტში შესულ 200 მილიონ დოლარს ნიშნავს.