ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებიდან 11 წლისთავზე ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი დე ფაქტო ლიდერის არჩევის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მოსახლეობამ ე.წ. პრეზიდენტი ვერ აირჩია, რის გამოც მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.
კრემლისგან მხარდაჭერილი მოქმედი არაღიარებული ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მიერ მიღებული ხმები ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატის ხმებს მხოლოდ ორი პროცენტით აჭარბებს.
აშშ, ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირის ქვეყნები,- ოფიციალური თბილისის მსგავსად, 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და არალეგიტიმურად გამოაცხადა მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. თუმცა, განმარტებების გაკეთება გახდა საჭირო გერმანელ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით. ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. დამკვირვებლის სტატუსით ჩასულ ადამიანებს შორის ორი გერმანელი დეპუტატიც აღმოჩნდა.