ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი, 10 აპრილის შემდეგ გაიმართება, – ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, განაცხადა. 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ამასთან, იქამდე, ოკუპირებული .ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“. ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთის დუმაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთს შეუძლია, გამოხატოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი და იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია“.