ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ახალი ფიგურანტები
გახმაურებულ საქმეს ახალი ფიგურანტები ჰყავს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულთა წრე გაფართოვდა. ბრალდებული ოთხი პირი იმ კომპანიების თანამშრომლები არიან, რომელთა ხელმძღვანელები ორი თვის წინ თბილისის რამდენიმე ქუჩაზე განთავსებულ ოფისებში ერთდროულად ჩატარებული ოპერაციის დროს აიყვანეს. გამოძიება ბრალდებულებს შვეიცარიის მოქალაქეებისგან თანხების თაღლითური გზის დაუფლებას ედავება. საუბარია დანაშაულებრივი გზით საკმაოდ სოლიდური თანხის მითვისებაზე და მის გათეთრებაზე. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიებას საქართველოს სამართალდამცავი უწყებები ევროპელ პარტნიორებთან ერთად 2021 წლიდან აწარმოებენ. თებერვალსა და აპრილში ჩატარებული დაკავების ოპერაცია საქმის ერთ-ერთი ეპიზოდია.