საერთაშორისო გამოძიება „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე

ცნობილი ხდება, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალური საქმის ფიგურანტთა გამოსავლენად ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია საქართველოში მარტში ჩატარდა. ანალოგიური საგამოძიებო მოქმედებები შესრულდა 2022 წლის ნოემბერში და 2021 წლის ოქტომბერშიც. საუბარია 2019-21 წლებში მოქმედ დანაშაულებრივ ქსელზე, რომელსაც გამოძიების მიხედვით, 33 000 დაზარალებული ჰყავს. სქემა მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სარგებლის და ინვესტიციის მოზიდვის შეთავაზებას გულისხმობდა. საქართველო ევროპის ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სქემის გამოძიების პროცესში წლებია ჩართულია, მსგავსი ოპერაციები ასევე ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში. შედეგად ამ დროისთვის ხუთი ადამიანია დაკავებული.