„ქოლ-ცენტრების“ საქმე

რეზონანსული საქმის გაგრძელება.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ფიგურანტთა სია ფართოვდება. ბრალდებულთა რიცხვი შვიდით გაიზარდა. რამდენიმე ადგილზე ერთდროულად ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დაკავებულ პირებს ტრანსნაციონალურ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ედებათ ბრალი. ამჯერად დაზარალებულები შვეიცარიის მოქალაქეები არიან. ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. საგამოძიებო მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კასპში რეგისტრირებული კომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებიც საქართველოში ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს ქმნიდნენ და მომხმარებლებს ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ.