ე.წ. გირგვლიანის შესწორებები
დღეს გაფორმებული მემორანდუმის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ადვოკატთა ასოციაციას ახსნა-განმარტებების გაკეთება დასჭირდათ.
საკუთარი ხელმოწერით გიორგი მარგველაშვილმა ასოციაციის მიერ შექმნილ ახალ კომისიას ფინანსური დახმარების პირობა მისცა.
საუბარია კომისიაზე, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებული ადვოკატების რეაბილიტაციას და პროფესიული რეპუტაციის აღდგენას უნდა შუწყოს ხელი. თუმცა, კომისიის მიზნები მემორანდუმის ხელმომწერებმა სხვადასხვანაირად განმარტეს.
ხელმოწერის დროს პრეზიდენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი – ე.წ. გირგვლიანის შესწორებებიც ახსენა, რამაც კითხვები მმართველ გუნდშიც გააჩინა.