ე.წ. გირგვლიანის შესწორებები - პოლიტიკური შეფასებები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილ კომისიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.

რა შეფასებები კეთდება პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რას აცხადებენ კანონმდებლები.