ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები მეორე დღეა გახსნილია.
მოსახლეობას ახალგორში საფეხმავლო გზით გადასვლა სააღდგომო დღეებში შეუძლია, თუმცა საავტომობილო გადაადგილება ისევ შეზღუდულია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტები აღდგომასთან დაკავშირებით 25 აპრილის ჩათვლით იქნება გახსნილი.