ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
არჩევნების იმიტაცია, ყალბი პროცესი, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი აღიარება ვერ ექნება, – ასეთია დღევანდელი შეფასებები ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტიც იყრის კენჭს. პროცესი დღეს მკაცრად დაგმო ოფიციალურმა კიევმაც. სამაგიეროდ ხმის მიცემის მიმდინარეობას აქტიურად აშუქებდა რუსული მედია და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც იშველიებდა, რომლებიც რეალურად ოკუპირებული ცხინვალიდან და რუსეთიდან ჩასული მონიტორები იყვნენ.