თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე მონიტორინგის ჩატარებას იწყებს.
ორი წლის წინ რესტავრირებული შენობების ფასადების დიდი ნაწილის იერსახე უკვე დამახინჯებულია. დაზიანებები ძირითადად უნებართვოდ დამონტაჟებულმა კონდიცირების და გათბობის სისტემებმა გამოიწვია, რის გამოც ადგილობრივებს მათი დემონტაჟი მოუწევთ.
დედაქალაქის მთავრობის მეთაური ხარვეზების გასწორებას და საყოფაცხოვრებო ინვენტარის სხვა ადგილზე გადატანას ითხოვს. ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა კი მერიის ხარჯებით იგეგმება.