პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა შშმ პირების გამოწვევები და მათი საჭიროებები იყო. შეხვედრაზე გაერთიანების ლიდერებმა საკუთარი ხედვაც წარმოადგინეს, სადაც იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც მათი აზრით, შშმ პირების წინაშე მდგარ პრობლემებს მოაგვარებს.