ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები დღეს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ძიუდოს აკადემიასთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა.
ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები დღეს ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რამაც ძიუდოისტების უკმაყოფილება გამოიწვია.
4 საათზე, სპორტის სამინისტროში, მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძიუდოისტებს შეხვდება. 10 მაისს კი სასტუმრო „ბილტმორში” ძიუდოს ფედერაციის ყრილობა გაიმართება.