ბაკურიანში ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ზვავში მოყოლილ მამაკაცს. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში სამაშველო ბრიგადებთან ერთად მონაწილეობს 20-მდე ადგილობრივი მოხალისე. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ შედის მძიმე ტექნიკა. მაშველებს ნიჩბებით უწევთ მუშაობა.
შეგახსენებთ, თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში ერთი ადამიანია მოყოლილი.