ძებნა-გადარჩენის ოპერაცია სოფელ ნერგეეთში

მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ოთხი სახლი – ბაღდათის რაიონის სოფელი ნერგეეთი სტიქიური უბუდურების ზონაა.

ამ წუთის მონაცემებით, ნაპოვნია ექვსი ცხედარი. მეწყრული მასის ქვეშ ეძებენ კიდევ სამ ადამიანს. დამეწყრილია სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს გამავალი საავტომობილო გზაც. 200-მეტრიანი საგზაო მონაკვეთი მიწის მასით არის დაფარული. ნერგეეთი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. მიწის ქვეშ მოყოლილი საცხოვრებელი სახლები ფერდობზე იყო განთავსებული. დაზიანდა ფერდობზე განლაგებული სხვა სახლებიც, საიდანაც ბინადრების ევაკუაცია უკვე დასრულდა. გეოლოგების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, დააბრუნებენ თუ არა მათ საკუთარ საცხოვრებლებში. დამეწყრილი ოთხი სახლიდან მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. სტიქიის გამომწვევ მთავარ მიზეზად ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექი სახელდება.

იყო თუ არა ტრაგედიამდე ფერდობი გეოლოგების მიერ შესწავლილი და შეიძლებოდა თუ არა პრევენციული ზომების მიღება – „მოამბის“ გადამღები ჯგუფი დილიდან სტიქიის ეპიცენტრში მუშაობს.