ძალადობაში ბრალდებულ პირს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, მან 30 იანვარს, ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს. ოთო შენგელია და ირაკლი ჭანტურია სასამართლომ დაზარალებულთა ცნო.