დღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციას გამართავს.
მზადება დილიდან მიმდინარეობს.
პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმყოფებიან. მათი განცხადებით, დღევანდელ აქციაზე მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და უახლოეს პერიოდში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნება.