დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც მწერლის დაბადებიდან 90 წელს მიეძღვნა, დასრულდა. მასში 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობდა, მათ შორის იყო სამი დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

ღონისძიება, დუმბაძის მშობლიურ ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, სპექტაკლით „მზიანი გული“ დასრულდა.

ფესტივალის საზეიმო დახურვას მწერლის ოჯახის წევრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვნების სფეროს ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.