დუბაიში, საცხოვრებელ შენობაში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ცხრა პირი. შემთხვევა დუბაის ერთ-ერთ უძველეს რაიონში, ალ რასის უბანში მოხდა. ცეცხლი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე გაჩნდა. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი შენობაში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა გახდა.