ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება და მიღებისთანავე დარღვეული ზავი. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ბრალდებებს უყენებენ და მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთმა აღდამის რაიონი დაბომბა.
აღნიშნულს უარყოფენ სომხეთში და ამბობენ, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ყარახანბელის მიმართულებით თავდასხმა განახორციელეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დღეს 12:00 საათიდან მხარეებს შორის ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით უნდა შეწყვეტილიყო.
რატი ხვისტანი ერევნიდან მოგვაწვდის ბოლო ცნობებს.