დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. მის გადაწყვეტილებას ისტორიულ მოვლენად აფასებს ისრაელის მთავრობა.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტს ისრაელელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. თუმცა, ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მწვავე განცხადებები მოჰყვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან. გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გმობენ და ცალმხრივ გადაწყვეტილებად აფასებენ.