ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა

ისტორიული დღე – ასე გამოემხაურა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიცილურად აღიარა.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პალესტინელებთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღირებას უნდა შეიცავდეს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ წმინდა ადგილების სტატუსი არ გადაიხედება.

„იერუსალიმი სამი ათასწლეულის განმავლობაში იყო ჩვენი იმედების, ოცნებების, ლოცვების ფოკუსი. იერუსალიმი იუდეველი ხალხის დედაქალაქი სამი ათასი წელი იყო”, – განაცხადა ნეთნიაჰუმ.

როგორც ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ქალაქის ისტორიაში ახალი გარდამტეხი მომენტია.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს მადლობა „ტვიტერშიც“ გადაუხადა.

„ებრაელი ხალხი და ებრაული სახელმწიფო მუდამ მადლიერი იქნება“,- წერს ნეთანიაჰუ.