პალესტინელებმა ტრამპის გადაწყვეტილების გამო პროტესტის ნიშნად საშობაო განათებები ჩააქრეს
პალესტინელებმა ტრამპის გადაწყვეტილების გამო პროტესტის ნიშნად საშობაო განათებები ჩააქრეს

პალესტინელებმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო პროტესტის ნიშნად საშობაო განათებები ჩააქრეს.

იესოს დაბადების ადგილას ბეთლემში და ქალაქ რამალაში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გააპროტესტეს.

ბეთლემის შობის სახელობის ეკლესიის წინ მორთული უზარმაზარი ნაძვის ხე, ასევე პალესტინის ყოფილი პრეზიდენტის, იასირ არაფატის საფლავთან მდებარე საშობაო ხე ჩაბნელებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ გადაწყვეტილი არ არის, ჩართავენ თუ არა განათებებს ისევ.

აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

ტრამპის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა არაბულ და ისლამურ სამყაროში. დონალდ ტრამპის ნაბიჯი გააკრიტიკეს ევროკავშირშიც და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც, მათ შორის საფრანგეთმა და ბრიტანეთმა.