ხვალ, კინოს სახლში, მიხეილ კობახიძეზე გადაღებულ ახალ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.
ფილმის მთავარი გმირი ცნობილი რეჟისორია, რომელიც მაყურებელს საკუთარ შემოქმედებაზე უყვება.
„დაკარგული რვანახევარი“ წინა საუკუნის 60-იანი წლების გამორჩეული რეჟისორის ექვს კინონოველაზეა აგებული. ფილმის ავტორებმა საკუთარი ნამუშევარი რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს. პრემიერამდე ერთი დღით ადრე, ლიზა ციციშვილის რეპორტაჟში ახალი ფილმის რამდენიმე ფრაგმენტსაც ნახავთ.