რეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა

კინოსამყარო მიხეილ კობახიძის გარეშე. ცნობილი კინორეჟისორი 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

„ღრმად მწამს, რომ არ შეიძლება ადამიანი ქრებოდეს, არსაიდან მოდიოდეს და არსაით მიდიოდეს. უბრალოდ, ამ რეალობიდან სხვაში გადასვლის დრო დგება. რაც შეეხება მარადიულ ახალგაზრდობას, შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი! ამაში ხელს არავინ გიშლის და არც არავითარი ვარჯიშებია საჭირო“,-ამბობდა რეჟისორი, რომელიც ყველა ფილს ექსპერიმენტად მიიჩნევდა და სურდა, მაყურებელზე მათ დიდი გავლენა მოეხდინა.

მიხეილ კობახიძის შემოქმედებაში იყო არაერთი საერთაშორისო აღიარება, საბჭოთა ცენზურა, მრავალწლიანი ტაიმ-აუტი და წლების შემდეგ ისევ დაბრუნება კინოში.

დატოვე კომენტარი