დოდო აბაშიძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა – ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, მისი პორტრეტები და საოჯახო არქივში დაცული სურათები. ექსპოზიციის პარალელურად, საგამოფენო პავილიონში „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული, დიზაინერ ბადრი გაგნიძის შექმნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.
დოდო აბაშიძის საიუბილეოდ, თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში წარმოდგენილი იყო რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“. გამოფენა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.