ჟურნალ „ივერიელნის“ პრეზენტაცია. ჟურნალისტმა დარეჯან კვარაცხელიამ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის მოკლე ისტორია და რეგიონში განხორციელებული უნიკალური პროექტები, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები, კოლხური ოდისა და სხვა მრავალი საინტერესო ფაქტები ერთ სივრცეში გააერთიანა.
როგორც ავტორი თავად აცხადებს, ჟურნალი ერთგვარი გზამკვლევია ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს სამეგრელოს, როგორც უძველეს, ასევე თანამედროვე ისტორიას გაეცნოს.