საქართველოს ლიტერატურის მემატიანე ჟურნალი იუბილარია.
რამდენჯერმე დახურული და აღდგენილი ცისკარი, რომელიც არაერთხელ გახდა ცენზურის მსხვერპლი, 165 წლისაა.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, გამოცემამ 2015 წლიდან ახალი სიცოცხლე დაიბრუნა. მართალია, ჟურნალი შედარებით მცირე ტირაჟით იბეჭდება, თუმცა, ტრადიციას განაგრძობს და საკუთარ ფურცლებს თითქმის ყველა თანამედროვე ქართველი მწერლის და პუბლიცისტის ნამუშევრებს უთმობს.
ლიზა ციციშვილი ისტორიული ცისკრის ძველი და ახალი სიცოცხლის შესახებ.