დღეიდან საქართველოში ყრუთა საერთაშორისო კვირეული იწყება.
ჟესტური ენის დღესთან დაკავშირებით მომზადებული მომდევნო რეპორტაჟის წარსადგენ ტექსტს სწორედ ჟესტურ ენაზე იხილავთ, რომელსაც ჩვენი სურდო თარჯიმანი, ლეკე ჯაფოშვილი შემოგთავაზებთ.
მთავარი გამოწვევა, რაც ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს აწუხებთ, ქართული ჟესტური ენის საკმარისად არცოდნაა. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება, მათ შორის შესაბამისი სკოლების, სურდო-თარჯიმნების და ლექსიკონების დეფიციტია. ცალკე პრობლემაა ცნობიერების დაბალი ხარისხი. შშმ პირების შესახებ მაყურებლის სწორი ინფორმირება და მათი პრობლემების გაშუქება ჩვენი ტელევიზიისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. საზოგადოებაში ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების ინტეგრაციის ხელშესაწყობად პირველი არხი ყველა პლატფორმაზე არაერთ აქტივობას და პროექტს ახორციელებს.