ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი

პირველი შეხვედრა ჟენევის ფორმატში თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

მოლაპარაკების 59-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის დელეგაცია არც კი განიხილავს ოფიციალური თბილისის მოთხოვნას მკვლელების გადმოცემის და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ. რუსი სამხედროების მიერ კირბალში ნოემბერში ჩადენილი დანაშაულის და სხვა განსახილველი საკითხების გათვალისწინებით, რაუნდი საკმაოდ რთული იყო. ქართულმა დელეგაციამ დღის წესრიგში დააყენა ყველა ის გამოწვევა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას უკიდურესად ამწვავებს. იგულისხმება გახშირებული გატაცებები, ეთნიკური დისკრიმინაცია და გადაადგილების პრობლემები. პასუხად რუსული დელეგაციის მხრიდან ახალი ბრალდება გაჟღერდა. დევნილთა საკითხის განხილვის დაწყებისთანავე კი, ტრადიციისამებრ, შეხვედრის ოთახი დატოვა.