ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი

საქართველოზე იმსჯელებენ შვეიცარიაში.

ჟენევაში მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი იწყება. ეს იქნება ამ ფორმატში პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა თამაზ გინტური მოკლეს. სოფელ კირბალის მკვიდრის მკვლელობის საქმე დღის წესრიგის მთავარი თემაა. დამნაშავეების დასჯა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა ის მთავარი მოთხოვნებია, რომლებსაც ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებზე დააყენებს. განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით გაუარესებულ სიტუაციასაც. თბილისიდან ჩასული დელეგაცია საკმაოდ რთულ რაუნდს პროგნოზირებს.

„მოამბე“ ჟენევიდან, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს მოლაპარაკების 59-ე რაუნდს.