ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი შეაფასა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძის თქმით, ქართულმა მხარემ მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ზაზა გახელაძის საკითხზე და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით დააყენა საკითხები.