ჟენევაში მოლაპარაკების ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
თითქმის რვასაათიან შეხვედრაზე რუსულმა მხარემ პასუხისმგებლობა ქართული დელეგაციის მიერ დაყენებულ არცერთ საკითხზე არ აიღო. მათ შორის არც გალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ისევ მუქარის ტონით საუბრობს. საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე საუბრის დროს გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რეგიონში ნატოს გაძლიერება მოსკოვს აშფოთებს. რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ ახსენა ზომები, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა მიიღოს.
ღიად დარჩა შეხვედრაზე განხილული თემებიც – მათ შორის გალის ფორმატის აღდგენის, გახშირებული გატაცებების შეწყვეტის და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნა.
სალომე ქოქიაშვილი ჟენევიდან.