ჟენევის მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი

ჟენევაში რამდენჯერმე გადადებული მოლაპარაკების რაუნდი იწყება.

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში კონკრეტული მოთხოვნებით არის ჩასული. ესენია ცეცხლის შეწყვეტის ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, დეოკუპაცია, საოკუპაციო ხაზთან გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე უსაფრთხოების საკითხები გაორმაგებულ მნიშვნელობას იძენს. რუსეთს ჟენევის ხვალინდელ მოლაპარაკებებზე სერგეი ლავროვის ახალი მოადგილე პირველად წარმოადგენს.