EBU-ის ახალი ამბების ასამბლეას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს

2023 წლის EBU-ის ახალი ამბების ასამბლეას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს. ღონისძიება 22-23 ნოემბერს ჩატარდება. გადაწყვეტილება ჟენევაში, რიგით მეჩვიდმეტე სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს. ჩაერთვება 56 ქვეყნის 150 -ზე მეტი წარმომადგენელი.

ახალი ამბების ასამბლეა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმია, სადაც EBU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან იმისათვის, რომ განიხილონ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მიიღონ ინფორმაცია ახალი კვლევებისა და მიგნებების შესახებ.